შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონფერენცია „ახალი გამოცემების პრეზენტაცია”

24 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის “CAPTAIN - მეცნიერება კაპიტანია” ეგიდით გაიმართა ონლაინ კონფერენცია „ფონდის მიერ დაფინანსებული ახალი გამოცემების პრეზენტაცია - აქტუალური კვლევები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით”. ღონისძიება ჩატარდა 2019 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში,
შედგა გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. პროექტების ხელმძღვანელებმა, მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ყურადღება გაამახვილეს სამეცნიერო ნაშრომების აქტუალობაზე, ძირითად მიზნებსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, მეცნიერები. კონფერენცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.