შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონფერენცია „კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“

 

25-27 ივნისს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ გამოცხადებული საქართველოს  საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების  კონკურსის  გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“. სამეცნიერო პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, პარტნიორი ორგანიზაციები- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი,   ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და მის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა,  გიორგი ჭეიშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა,  ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა  დირექტორმა,  დავით ლორთქიფანიძემ და სხვა გამომსვლელებმა.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ ისაუბრა კომპლექსური  პროექტის სამეცნიერო-კვლევით და საზოგადოებრივ-ისტორიულ  ღირებულებაზე, პროექტების ფარგლებში გამოიცა  სამენოვანი წიგნი „თრუსო -ისტორიული  და ეთნოკულტურული პრობლემები“, ამჟამად ტარდება კონფერენცია „კავკასიის კარი- საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“, მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას შესაბამისი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვეს,  საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის,  სამეცნიერო წრეებს უნდა  მიეწოდოს ოვბიექტური ინფორმაცია ამ რეგიონის ისტორიისა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის კარი - საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“  ეძღვნება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის (ისტორიული ხევი, თრუსო) წარსულისა და თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებს. კონფერენციის მიზანია აკადემიური წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის ამ რეგიონში უძველესი დროიდან დღემდე მიმდინარე ეთნო–კულტურული და ისტორიული პროცესების  ობიექტურად გაშუქება;  ეროვნული და საერთაშორისო აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი  კვლევითი პროექტების დაგეგმვა,  კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია.  ფორუმში მონაწილეობენ კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულების როგორც  ცნობილი, ისე  ახალგაზრდა  მკვლევრები საქართველოსა და საზღვარგარეთის აღიარებული სამეცნიერო–სასწავლო ცენტრებიდან.