შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონფერენცია „მეცნიერების პოპულარიზაცია-წარმატებული პროექტები“

25 სექტემბერს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით,  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში, გაიმართა   2021 წლის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ ასოცირებული ღონისძიება - 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის წარმატებული პროექტების ონლაინ კონფერენცია.  

სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელებმა  ისაუბრეს  მათ მნიშვნელობასა და მიზნებზე, უპასუხეს  მონაწილეების  კითხვებს.  ღონისძიების ფარგლებში შედგა  შემდეგი პროექტების პრეზენტაცია:  „მედიცინა და ხელოვნება”,  „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო”, „  მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა” , “საქართველოს მღვიმეებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები: ცოდნის ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები”, “ მწვანე ბიზნესი - ჯანდაცვის პრომოციისთვის”. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსი მაკა ქაჯაია.