კონფერენცია - „ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რეფორმა საქართველოში“
2018 წლის 1-ელ მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში“.
კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2017 წელს დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის პროექტის ფარგლებში. პროექტი 3-წლიანია და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე კონფერენციისა და სემინარის გამართვა იგეგმება. აღნიშნული კონფერენცია პირველია პროექტის ფარგლებში.
კონფერენციაზე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ამ ეტაპისთვის განხორციელებული კვლევის წინასწარი შედეგების განხილვა.