შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“

 

2 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა.“ კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი.

კონფერენცია ეძღვნება თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის, ახმეთ მელაშვილის ხსოვნას. კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიასპორის საკითხებში პიერ ალექსანდრო კრედომ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ და სხვებმა.

პლენარულ სხდომაზე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ წაიკითხა მოხსენება „ტაო - კლარჯეთის ციხე - სიმაგრეები“, ისაუბრა სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ციხე-სიმაგრეების, საფორტიფიკაციო ნაგებობების ჩატარებულ მასშტაბური კვლევა-ანალიზის მნიშვნელობაზე.