შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული მეცნიერები დაჯილდოვდნენ

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერები დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.

მინისტრის მოადგილემ და რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა გამარჯვებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი სამეცნიერო მიღწევებისა და სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მოკლე პრეზენტაციებიც წარუდგინეს.

2023 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრული 7 სამეცნიერო მიმართულების წარმომადგენელი ახალგაზრდა მეცნიერები: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით – არჩილ დურგლიშვილი (ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი); მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით – ქეთი ცომაია (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი); ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით – ნიკა თიკანაშვილი (ინჟინერიის დოქტორი); საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით – ლაშა ასანიძე (გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი); სოციალური მეცნიერებების მიმართულებით – გიორგი ამირანაშვილი (სამართლის დოქტორი), აგრარული მეცნიერებების მიმართულებით - შენგელი კიკილაშვილი (აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი), ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით - ნათია მიროტაძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი).

კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.