შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსის "სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის" მონაწილეთა საყურადღებოდ!

შევიდა ცვლილება 2021 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 23 ივლისის  N 105 ბრძანებაში.
ცვლილების თანახმად:
პროექტის ელექტრონულმა რეგისტრაციამ გადაიწია 2021 წლის 29 სექტემბრის 16:00 საათამდე (ნაცვლად 27 სექტემბრის 16:00 საათამდე);
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციამ გადაიწია 2021 წლის 6 ოქტომბრის 16:00 საათამდე (ნაცვლად 4 ოქტომბრის 16:00 საათამდე).
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!