შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო კონკურსზე

2019 წლის Intel-ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო - საინჟინრო კონკურსი ამერიკის შეერთებული შტატების არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსში მიმდინარეობს. მასში 80 ქვეყნის 2500 წარმომადგენელი მონაწილეობს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსზე საქართველოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის გამარჯვებული 3 გუნდის 9 წარმომადგენელი წარადგენს:
• დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე, მარინა გუჯაბიძე; პროექტი: „Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა“; სერვანტესის სახელობის გიმნაზია „AIA-GESS”
• მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე, ანა კალანდარიშვილი; პროექტი: „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“; ქ. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია
• ერეკლე თაბაგარი, ნინო მაკასარაშვილი, თამარ დეკანოიძე; პროექტი: „კვების პროდუქტები, მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისაკენ“. ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლა, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.
ფონდი წარმატებებს უსურვებს კონკურსის მონაწილეებს!