ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებულები Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული კონკურსის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა “ლეონარდო და ვინჩი“ 9 გამარჯვებული მოსწავლე, 2017 წლის 13 მაისს, გაემგზავრა ქალაქ ლოს-ანჟელესში, კალიფორნია (აშშ) Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობს მსოფლიოს 78 ქვეყნის წარმომადგენელი მოსწავლე გამომგონებელი. 15-18 მაისს კონკურსანტები პრეზენტაციებით წარსდგებიან ჟიურის წინაშე გამარჯვებულების გამოსავლენად.