შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ლექცია „26 მაისი - თანამედროვე საქართველოს დაბადება: ისტორიული გამოცდილება და მემკვიდრეობა“

 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საჯარო  ლექცია „26 მაისი - თანამედროვე საქართველოს დაბადება: ისტორიული გამოცდილება და მემკვიდრეობა“. 1918 წლის   26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და სამართლებრივ-პოლიტიკურ   მემკვიდრეობაზე  ლექცია  რუსთაველის  ფონდის   გრანტიორებისთვის,  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების  პედაგოგებისა და  მოსწავლეებისთვის   ჩაატარა    ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა  პროფესორმა, ბონდო კუპატაძემ.   ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და  26  მაისის დღესასწაული  მიულოცა  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა, პროფესორმა  ჯაბა სამუშიამ.