მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსის შედეგები
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 58 საპროექტო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო 3 პროექტი მოხსნა კონკურსიდან.
კომისიამ საკონკურსოდ დარჩენილი 55 საპროექტო განაცხადი შეაფასა „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის N130/ნ ბრძანების მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით
კომისიის მიერ შეფასებული პროექტები
კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და გამოავლენა 47 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად.
გენერალური დირექტორის ბრძანება
გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 17 დეკემბრის 18:00 საათამდე ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დანართი 2-ით განსაზღვრული დოკუმენტები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!