შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მაისის თვის საჯარო ლექციების ვიდეო მასალა

8 მაისი - მეორე მსოფლიო ომის დასრულების, ნაციზმზე  გამარჯვების დღესთან დაკავშირებით,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გრანტიორებისთვის, ფონდის სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულებისა და მონაწილეებისთვის - მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის   ისტორიის დოქტორმა,  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ პაპასქირმა ჩაატარა ონლაინ ლექცია   “ მეორე მსოფლიო ომი და საქართველო”

იხილეთ ბმული :

ნაწილი 1

ნაწილი 2

11 მაისი - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის  ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად  კონკურსის ფარგლებში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელმა  სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ცერცვაძემ თბილისის და რეგიონების სკოლების ამავე მიმართულების პედაგოგებისთვის, ფონდის გრანტიორებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის  ჩაატარა  დისტანციური ლექცია “ვაქცინების შექმნა და გამოყენება”.

იხილეთ ბმული

 

15 მაისი - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის  ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად  კონკურსის ფარგლებში,  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელმა  საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, ფილოსოფიის დოქტორმა, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ნიკოლოზ ალექსიძემ  თბილისის და რეგიონების სკოლების ამავე მიმართულების პედაგოგებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის  ჩაატარა ლექცია „საქართველოს ისტორია ოლივერ და მარჯორი უორდროპების თვალით“. 

იხილეთ ბმული:

ნაწილი 1

ნაწილი 2

18 მაისი - ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის გაიმართა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას ლექცია თემაზე „ქართველ მეფეთა და დედოფალთა ეროვნული სამოსი“.

იხილეთ ბმული:

ნაწილი 1

ნაწილი 2

ნაწილი 3

26 მაისისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის ისტორიკოსმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ ჩაატარა დისტანციური ლექცია: „26 მაისი-ისტორიული თარიღი-საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“.

იხილეთ ბმული