მათემატიკის 62-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები
19-20 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 317 -ე აუდიტორიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა 2021 წლის მათემატიკის 62-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IMO 2021) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტურები, რომლებშიც 30 -მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა დისტანციურ რეჟიმში 14-24 ივლისს ჩატარდება.