მათემატიკის 66- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
12 და 13 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა 2025 წლის მათემატიკის 66-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IMO 2025) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 24 მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 10-20 ივლისს , ქალაქი სანშაინ-კოუსტი , ავსტრალიაში ჩატარდება.