შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მათემატიკის რიგით 63-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დაიწყო

მათემეტიკის (IMO 2022) რიგით 63-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები იასპარეზებენ. წელს ოლიმპიადა ოსლოში (ნორვეგია) გაიმართება .

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

შესარჩევი ტურები 11 ივლისს დაიწყო და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით.  მათი მიზანია  აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის  და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.