შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მათემატიკის რიგით 63-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შედეგი

მათემეტიკის (IMO 2022) რიგით 63-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეებმა იასპარეზეს. წელს ოლიმპიადა ოსლოში (ნორვეგია) გაიმართა .

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა   და მონაწილეობა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

შესარჩევი ტურები 11 ივლისს დაიწყო და  ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი 3 ბრინჯაოს და 3 საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: დავით მემარნიშვილი, დავით კლდიაშვილი და თორნიკე ბერია - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199  საჯარო სკოლა.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ : გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე კორკოტაშვილი და დავით ტოგოევი - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199  საჯარო სკოლა.

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით.  მათი მიზანია  აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის  და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.