შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მე -2 მიზნობრივი კონკურსი - ინტერესის გამოხატვა კორონავირუსის კვლევებთან დაკავშირებით- საინფორმაციო სესია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დამატებით 122 მილიონი ევროს მობილიზების შესახებ, რომელიც მიმართულია კვლევის ისეთ აქტუალური მიმართულებით, როგორიცაა კორონავირუსის კვლევა.

ინტერესთა გამოხატვის ახალი კონკურსი, წარმოადგენს კომისიის 1.4 მილიარდიან გეგმის Coronavirus Global Response ინიციატივის მიმართულებით, რომელიც ამოქმედდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ვან დერ ლეინის მიერ, 2020 წლის 4 მაისს.

ახალი კონკურსი დაეხმარება ადრეულ აქტივობებს, განავითარონ დიაგნოსტიკის, ვაქცინის, განკურნებისა და შესაძლებლობების ზრდის პოტენციალი და მათ დაჩქარებული ხელმისაწვდომობა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინააღმდეგ. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი საშუალებების სწრაფი წარმოება, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ტესტირებებთან, მკურნალობასა და პრევენციასთან, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიის განვითარებასთან, რომელიც ხელს შეუწყობს მის დროულ დადგენასა და შემდგომ ღონისძიებებს.

ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 ივნისი

კონკურსში ჯამური ბიუჯეტის გადანაწილება მოხდება 5 მიმართულებით.

  1. წარმოების მოდერნიზება საჭირო მედიკამენტებისა და აღჭურვილობის მიმართულებით  (€23 მილიონი)
  2. სამედიცინო ტექნოლოგიები, ციფრული ხელსაწყოები, ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკა და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება დაკვირვების პროცესში  (€56 მილიონი)
  3. ბიჰევიორისტული, სოციალური და ეკონომიკური გავლენა (€20 მილიონი)
  4. პან  - ევროპული COVID-19 კოჰორტები ( 20 მილიონი)
  5. არსებული ევროპული და საერთაშორისო კოჰორტების კოლაბორაცია COVID-19 - თან მიმართებით (€3 მილიონი)

აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვის კონკურსთან დაკავშრებით, ევროკომისია მართავს საინფორმაციო სესიას, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის  20 მაისს, 14:00 – 16:30 (ცენტრალური ევროპის დროით).

საინფორმაციო სესიასთან დაკავშირებით, ასევე დღის წესრიგსა და პრეზენტაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ  ევროკომისიის ვებგვერდს.