შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“ ფილმის პრეზენტაცია

დღეს, 15 ივნისს, 19:00 საათზე Zoom–ის Online პლატფორმაზე, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი გრანტების 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“ ფარგლებში მომზადებული ამავე სახელწოდების სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმის პრეზენტაცია.

აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც მიულოცა მონაწილეებს პროექტის  დასრულება და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. ასევე, ისაუბრა ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი გრანტის მნიშვნელობაზე მეცნიერებისთვის.

ფილმი მომზადდა კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA), შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ. პროექტის ხელმძღვანელი და იდეის ავტორია პროფესორი ირმა რატიანი.

ფილმში ქართული მეცნიერების ხუთი წამყვანი სპეციალისტი აუდიტორიას მოუთხრობს მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიას. ქართველ მწერალთა ინტელექტუალური თუ პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისა თუ ხელყოფის აქამდე უცნობ დეტალებს, რაც, ბუნებრივია, ფართო საზოგადოებას ქართული მწერლობის სრულიად ახლებური გააზრებისა და ინტერპრეტირების შესაძლებლობას მისცემს. მთხრობელები კონკრეტული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სტრატეგიის ფონზე წარმოადეგნენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი საუკუნის მეცნიერულ შეფასებას. ფილმი ორი ნაწილისგან შედგება და მოიზარებს ქართული ლიტერატურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი  პერიოდების განხილვას.

ფილმის პრომო იხილეთ ბმულზე