შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია რეოლოგიაში

23 აპრილს სასტუმრო Gallery Palace-ში საზეიმოდ გაიხსნა მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია რეოლოგიაში.

კონფერენცია იმართება რეოლოგიის საზოგადოების, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მიერ  ერთობლივად.

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია გახლავთ რეოლოგთა სოზოგადოება. რეოლოგთა ორგანიზაცია არის სამეცნიერო და სასწავლო ინსტიტუცია, რომლის შემადგენელი ნაწილებია: მულტიდისციპლინური მეცნიერებათა სკოლა; საბაზისო კვლევების ადაპტირების განყოფილება; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კლინიკური კვლევების განყოფილება; დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური ორგანიზაცია.

თანამონაწილე ორგანიზაცია არის ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.  ეს არის ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო ინსტიტუცია. ისტორიულად ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი ასოცირდება მაღალ რეიტინგულ კვლევებთან, დიდ ინტელექტუალურ რესურსთან, ინოვაციურობასთან. კონფერენციის ორგანიზატორი გახლავთ ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კონფერენციის დამფინანსებელი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომლის ხელშეწყობითა და დონორობით საქართველოში ფინანსდება ქართველი მეცნიერების მრავალი წამოწყება თუ პროექტი. 

ასეთი კოლაბორაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოხდა საჯარო სამართლის იურიდიულ და არასამეწარმოო იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობა, რამაც გახადა შესაძლო ბიზნესსექტორის დაინტერესება.

კონფერენციას ესწრებოდნენ თანაორგანიზატორები უცხოეთიდან, რომელთა პრიორიტეტებია თანამედროვე რეოლოგიური კვლევები.

კონფერენცია წარმოდგენილი იყო: სესიური და პლენარული სხდომებით, ინტერაქტიული ლექციებით, ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის ადაპტირებული ტრენიგ-კურსით. კონფერენცია მიმდინარეობს 22.04.2018 - 26.04.2018.