შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მემორანდუმი გაფორმდა ფონდსა და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიას შორის

21 აპრილს მემორანდუმი გაფორმდა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიას შორის.  შეთანხმების მიზანია კვლევებისა და განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და მოლდოვას შორის. მხარეები ხელს შეუწყობენ და მხარს დაუჭერენ კვლევით მიმართულებებში მეცნიერებს შორის თანამშრომლობას თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის გათვალისწინებით. საქართველოსა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების მიერ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული პროექტი შესაძლებელია წარდგენილი იყოს ჰორიზონტი 2020-ის (ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა კვლევებისა და ინოვაციებისთვის) ფარგლებში, ასევე, სხვა კვლევითი პროგრამების ფარგლებში ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის მიზნით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა მიქაბერიძემ და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გეორგე დუკამ.