მეორე სამუშაო შეხვედრა საქართველოს ინსტიტუციებისგან შემდგარ კონსორციუმის წარმომადგენლებთან
2 აგვისტოს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა მეორე სამუშაო შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციისაგან შემდგარ კონსორციუმის წევრებთან. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს Clarivate Analytics-თან კონკრეტული პირობები და ხელშეკრულების დეტალები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება Clarivate Analytics-თან, რათა კონსორციუმის წევრმა ინსტიტუციებმა მიიღონ წვდომა აღნიშნული კომპანიის გარკვეულ პროდუქტებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ კონსორციუმში შემავალი ინსტიტუციების წარმომადგენლები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან; თავისუფალი უნივერსიტეტიდან და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან.