“მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - 2017”
24 სექტემბერი, კვირა, 2017 წელი
12:00 - დასაწყისი
რიყის პარკი
დღის წესრიგი
12:00 – 12:30 ღონისძიების საზეიმო გახსნა
მისალმება
ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა
თბილისის მერი - დავით ნარმანია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარე - ნიკოლოზ გოგილიძე
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი - მანანა მიქაბერიძე
12:30-18:00 ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
- „საბავშვო მეცნიერება“ - სახალისო ცდები და ექსპერიმენტები სკოლის მოსწავლეებისთვის, ბრიტანული სამეცნიერო შოუ.
- „ინოვაციების გამოფენა“ - უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინოვაციური პროექტების გამოფენა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფესტივალის შესახებ
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ცენტრალური და აგრეთვე 300-მდე პარალელური ღონისძიება: კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ღია კარის დღეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.
გავიხსენებთ იმ დიდ ქართველ მეცნიერებს, რომელთა იუბილესაც წელს აღვნიშნავთ, გავეცნობით ქართული და მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევებს და ახალგაზრდა თაობას მეცნიერების მიმართ ინტერესს გავუღვივებთ.