შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) მმართველი საბჭოს შეხვედრა

13 ივლისს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) მმართველი საბჭოს 74-ე შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტები და შეიმუშავეს საგზაო რუკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის სამომავლო მიმართულებებისა და საქმიანობის წარმართვისთვის. მმართველი საბჭოს შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ჯობავამ, რომელმაც წარადგინა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პრიორიტეტები და აქცენტი გააკეთა ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და მეცნიერების კომერციალიზაციაზე.