შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“ მიგრაცია, შრომის მიწოდება და სკოლის მიღწევები: საქართველოს მაგალითზე “

2017 წლის 5 დეკემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში , 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “მიგრაცია, შრომის მიწოდება და სკოლის მიღწევები: საქართველოს მაგალითზე“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა ორი კვლევა: „მიგრაცია და შრომის მიწოდება საქართველოში“ და „მიგრაცია და სასკოლო მიღწევები საქართველოში“. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, CRRC საქართველოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პროფესორები.