მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამენციერო გრანტების კონკურსის შედეგები
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია.
2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 74 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 8 განაცხადი,
საკონკურსო კომისიამ შემოსული განაცხადები შეაფასა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა 45 განაცხადი.