შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2020 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2020 წლის კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ საკონკურსო კომისიამ, კონკურსის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 11 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2020 წლის 05 მარტის   N17 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულები.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2020 წლის  კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 20 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 11 ნამუშევარი, რომელთა ავტორებიც დისტანციურად საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები:

I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ:

პროექტის შიფრი: leo/2/15/20

გვარი სახელი: გიგი გუგუნავა, ნია ნორაკიძე, დიმიტრი გულუა

პროექტი: "რიგის კონტროლის სისტემა"

სკოლა: წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია

შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია - GESS

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა

 

II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ:

პროექტის შიფრი: leo/7/7/20

გვარი სახელი: როსტომ ნიორაძე, ნიკოლოზ თავდიშვილი, ზურაბ კოპაძე

პროექტი: „წყალბადის ავტომატიზირებული გენერატორი პერსპექტიული სათბობური ელემენტისათვის“

სკოლა: შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია - GESS

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა

კოლეჯი - „მერმისი“"

 

III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ:

პროექტის შიფრი: leo/1/2/20

გვარი სახელი: გელა კუხიანიძე, ნინიკო შარია, გეგა შავდათუაშვილი

პროექტი: „დისტანციური დიაგნოსტიკა“

სკოლა: ქართულ ამერიკული სკოლა - პროგრესი

ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლა

შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია - GESS

 

(საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).

2020 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ შედეგები საინჟინრო და კვლევების მიმართულება.