შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2021 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა,,ლეონარდო და ვინჩის“ 2021  კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 22 საკონკურსო განაცხადი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 21  საკონკურსო განაცხადი.

კონკურსის მეორე საფეხურზე გადავიდნენ  ის კონკურსანტები, რომლებმაც შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მიიღეს არანაკლებ 30  ქულა.

იხილეთ:

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“ 2021 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები სია.

კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელისა და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge  2021 წლის  28 სექტემბრის  18:00 სთ-მდე. 

სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოდგენილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს.

პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებმიუთითებს  პროექტის შიფრს:   leo/…/…/21 რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით.

ამობეჭდილი,შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად წადგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში 2021 წლის 01 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. 

პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი)  აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობა უნდა მოიცავდეს შემდეგს (სიტყვების რეკომენდებული რაოდენობა - 250):

  1. გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;
  2. გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;
  3. დასკვნა.

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2021 წლის  01  ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. 

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან.

კონკურსის ფინალზე - საკონკურსო გამოფენაზე გადასასვლელად აუცილებელი პირობაა პროექტმა მეორე ეტაპზე (მეორე ეტაპის 1,2,3,4 კრიტერიუმებში)  მიიღოს 40 ან მეტი ქულა.

საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს  2021 წლის  ნოემბერის თვეში.

 

კონკურსის პროგრამა და პირობები

კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი საგანაცხადო ფორმა

კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი ფორმა