ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია
16 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიღწევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვას. ასევე, საქართველოს შემსწავლელი ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ფონდის სხვადასხვა სქემით დაფინანსებული კვლევების მნიშვნელოვანი შედეგების წარმოჩენას, საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევართა შორის დიალოგის ხელშეწყობასა და თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავებას.
კონფერენციამ უმასპინძლა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევრებს: ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის აპლიკანტებსა და გრანტის მფლობელებს, ფონდის მიერ ადმინისტრირებული სხვა კონკურსების წარმატებულ მონაწილეებსა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებით დაინტერესებულ პირებს.