შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ონლაინ პოსტერული კონფერენცია

მიმდინარე წლის 27 აპრილს, 14:00 საათზე, ონლაინ გაიმართება პოსტერული კონფერენცია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის (YSS 2019) გამარჯვებულთა სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების შესახებ. 
 
გაცნობებთ, რომ 2019 წელს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდია გაიცა შვიდი მიმართულებით: 
  1. ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით
  2. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია  საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით
  3. დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით
  4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით
  5. ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია  ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებების მიმართულებით
  6. დიმიტრი უზნაძის  სახელობის სტიპენდია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
  7. ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით
შეხვედრაზე დასასწრები ინფორმაცია მითითებულია დღის წესრიგში. გთხოვთ, შეხვედრას შემოუერთდეთ 5 წუთით ადრე.