შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ონლაინ შეხვედრა ,, Smart Specialisation for Regional Growth in Georgia“

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ შეხვედრაში : " Smart pecilisation fo Regional Growth in Georgia"

შეხვედრა ჩატარდა ევროკომისიის ერითიანი კვკევების ცენტრის (JRC) მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით. აღნიშნული ღონისძიების ძირითადი მიზანია "ჭკვიანი სპეცალიზაციის (Smart Specializion/S3) ეროვნული და რეგიონული გუნდის წევრებოსთვის ინფორმაციი მიწოდება, აღნიშნული პლატფორმის საქართველოში განხორციელების შესახებ და ამასთან,ცოდნის ამაღლება შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების შესახებ მასთან მორგებული ქვეყნის ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება რამდენიმე ეტაპად. 2020 წლის 25 ნოემბერს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა (awareness meeting), ხოლო მიმდინარე წლის 2 და 9 დეკემბერს იმართება პირველი და მე-2 დონის ტრენინგები "ჭკვიანი სპეციალიზაციის" მიმართულებით.

აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს , როგორც ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუციების, ასევე სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. შეხვედრის თემატიკა კი მოიცავდა "ჭკვიან სპეციალიზაციის" (Smart Specialization) მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, საქართველოში " ჭკვიანი სპეციალიზაციის" განვითარების პერსპექტივებსა და იმერეთის რეგიონში ინოვაციის, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის შესახებ დისკუსიებს.