შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ონლაინ ტური აბასთუმნის ობსერვატორიიდან

 

2 ივლისს,  აბასთუმნის ასტროფიზიკური   ობსერვატორიის   დირექტორის მოადგილემ, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა  დოქტორმა  ვაჟა ყულიჯანიშვილმა  ჩაატარა ონლაინ ტური  ობსერვატორიიდან.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ ისაუბრა იმ საჯარო  აქტივობებზე, რომელსაც პანდემიის პირობებში ატარებს ფონდი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, აბასთუმნის ობსერვატორიაში მიმდინარე  რეორგანიზაცია -მოდერნიზაციის   პროცესზე, მის მნიშვნელობაზე.    ვაჟა ყულიჯანიშვილმა ისაუბრა   ობსერვატორიის -  მისი ისტორიის,  საქმიანობის, ქართველი ასტრონომების  მნიშვნელოვანი აღმოჩენების,  მათი   სახელობის  ციური სხეულების შესახებ. მან  ტურის მონაწილეებს  გააცნო  ინფორმაცია   უნიკალური ტელესკოპების მუშაობის პრინციპსა და დაკვირვების პროცესზე, ასტრონომიის სფეროს სიახლეებზე,  სამეცნიერო ექსპედიციებზე, მზის სისტემის პლანეტებზე, სხვადასხვა  ციურ ობიექტებზე; მონაწილეებმა  დაათვალიერეს  ობსერვატორიის მუზეუმი, მისი ექსპონატები, აკადემიკოს  ევგენი ხარაძის კაბინეტი, კითხვებით მიმართეს ტურის წამყვანს.