ORAU-სა და სამეცნიერო ფონდს შორის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი შეხვედრა
7 ივნისს, 16:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავას და ORAU-ს (Oak Ridge Associated Universities) ვიცე-პრეზიდენტის, ბ-ნი ტონი ლესტერის შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან.
შეხვედრა დაეთმო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვას. ხაზი გაესვა, ORAU - თან ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმატებულ თანამშრომლობის, რაც შეფასების ობიექტურობისა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების შერჩევის გარანტიაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიესალმა ქართველ მეცნიერებს, მადლიერება გამოხატა მათი ფასდაუდებელი ღვაწლის მიმართ საქართველოს განვითარების პროცესში. ORAU-ს ვიცე-პრეზიდენტის, ტონი ლესტერის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა მეცნიერებს მოუწოდა აქტიური თანამშრომლობისა და მათი მოსაზრებების გაზიარებისკენ.
ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტები (ORAU) სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღებია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე მეცნიერების სრულყოფის, განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარებისთვის, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფისთვის.
ORAU - ს პარტნიორები არიან: აშშ-ის სახელმწიფო, ენერგეტიკის, თავდაცვის, იუსტიციის დეპარტამენტები, NASA აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნული, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ლონდონის საიმპერიო კოლეჯი, ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის ლაურეატთა ფორუმი, ლინდაუ ნობელის ლაურეატთა ასოციაცია და სხვ.
2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კვლევების დაფინანსებისათვის ფონდის საკონკურსო პროექტების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და მეცნიერების პოპულარიზაცია.