შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პანელური დისკუსია - „სამეცნიერო კვლევების ტრანსლაცია ეკონომიკაში - საქართველოს მაგალითი

 

14 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა პანელური დისკუსია - „სამეცნიერო კვლევების ტრანსლაცია ეკონომიკაში - საქართველოს მაგალითი: ეკონომიკაში კვლევების ტრანსლაციის გარემო, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“.  პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერების სფეროს, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. დისკუსიის ფარგლებში  გაიმართა ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების პრეზენტაცია.

ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკის ზრდა-განვითარებაში მეცნიერების, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების როლის წარმოჩენა, კომერციული და ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალის მქონე იმ ინოვაციური კვლევების გამოვლენისა და დანერგვის მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრაზეა ორიენტირებული.