პანევროპული ინიციატივის – EURAXESS -ის საიუბილეო კონფერენცია
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის თანამშრომელი, EURAXESS-ის ეროვნული ქსელის კოორდინატორი ლანა დავითულიანი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართულ EURAXESS -ის დაარსებიდან 20 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
EURAXESS -ის კონფერენცია (The EURAXESS Biennial Conference) ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა EURAXESS-ის პანევროპული ქსელის ფარგლებში, რომელზეც იკრიბებიან EURAXESS-ის ეროვნული ქსელების წარმომადგენლები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩატარებული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობებების, ღონისძიებების, გამოცდილების გაზიარების მიზნით. კონფერენციის მონაწილეებმა EURAXESS -ის ახალ ხედვებზე ისაუბრეს, შეაფასეს გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები დასახეს.
EURAXESS წარმოადგენს პანევროპულ ინივიატივას, პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მკვლევრების მობილობას, კარიერულ განვითარებას და ამ გზით აძლიერებს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთთანამშრომლობას. საქართველო 2019 წლის სექტემბერში გახდა „ევრაქსესის“ ოფიციალური წევრი.