შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

.პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

25 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პირველ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „გაზრდილი ტრანსპარენტულობა და ფინანსური ინფორმაციულობა: ახალი შესაძლებლობები აკადემიური სექტორისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის“. აღნიშნული კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

კონფერენციაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საზოგადოებას  სიტყვით მიმართა და აღნიშნა რომ: „დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ფინანსური ცოდნა საქართველოში, რადგან წლების განმავლობაში მეცნიერება დასცილდა ეკონომიკას, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ მხოლოდ ეკონომიკა უნდა ეხმარებოდეს ქართულ მეცნიერებას და უკუპროცესი არ უნდა იყოს. ამიტომ რუსთაველის ფონდი მოხარულია, რომ დავაფინანსეთ ასეთი მნიშვნელოვანი  საერთაშორისო   კონფერენცია   მაღალი დონის მონაწილეებით, სტუმრებით, ეს მიმართულებები დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტია, განათლების და მეცნიერების რეფორმა წარმოუდგენელია პრაქტიკული ასპექტების გარეშე.“

ღონისძიების მიზანია საქართველოში ინფორმაციულობის ახალი პლატფორმის არსებობის კვალობაზე საფუძველი ჩაუყაროს სამეცნიერო წრისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ღონისძიებას დაესწრნენ ქართული და უცხოური აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სხვა დაინტერესებული მხარეები (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს სტატისტიკის სამსახური, საქართველოს საფონდო ბირჟა და სხვა).