პროექტის Black Sea Horizon საერთაშორისო კონფერენცია
საბერძნეთში, ქ. ათენში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში “EU - Black Sea Cooperation in Science, Technology & Innovation: towards a jointly agreed STI programme”
კონფერენციაზე განიხილება ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამა ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ჩართულობით: დასახული მიზნები და ამოცანები, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ძრითადი შინაარსობრივი თუ საორგანიზაციო საკითხები, ჩართული მხარეების მონაწილეობა.
ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამა ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას მეცნიერების, ტექნლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, მეცნირთა მობილობას, ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფას. პროექტის - Black Sea Horizon პარტნიორების მიერ განიხილება ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შემუშავება და განხორციელება.
კონფერენციას ესწრებიან ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამეცნიერო ფონდების, საერთაშორისო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს ადმინისტრირების პროცესში ჩართული ინსტიტუციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან კონფერენციას ესწრებიან გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი მანანა მიქაბერიძე, ფონდის სამეცნიერო გრანტების და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასების და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია.
საერთაშორისო კონფერენცია ფართო აუდიტორიის ჩართულობით ერთდღიანია და 8 მაისს დასრულდება. 9 მაისს კი, გაიმართება პროექტის Black Sea Horizon გენერალური ასამბლეა, სადაც პროექტის პარტნიორები, მათ შორის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, დეტალურად განიხილავენ საერთო პროგრამისა და დაგეგმილი ერთობლივი კონკურსის შინაართან და ადმინისტრირებასთან დაკავშრებულ საკითხებს.