შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტ ”Twinning“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

ევროკავშირის  Twinning პროექტის  “ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის მე - 11 სხდომა  გაიმართა  ჰიბრიდულ  ფორმატში.

 შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა   პროექტის   თანამონაწილე ლიდერმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა,  ერეკლე ასტახიშვილმა, რომელმაც დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და ხაზი გაუსვა მისი  მსვლელობის   განმავლობაში მიღწეულ ნაყოფიერ შედეგებს, რაც  ძალზე  მნიშვნელოვანია  ქართულ სამეცნიერო სივრცესა და ინდუსტრიას, მეწარმეობას  შორის კავშირების გამყარებისათვის.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ  პროექტის ლიდერი, ვოლფგანგ პოლტი (ავსტრია),  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი ნინო ყოჩიშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კახა ხანდოლიშვილი, პროექტის რეზიდენტი მრჩეველი ინეს გავარანე,    შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები.  შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიმდინარეობასა და სამომავლო აქტივობებთან, გეგმებთან დაკავშირებული  მნიშვნელოვანი საკითხები. 

Twinning პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი   წარმოადგენს პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებასა და კერძო სექტორს, ბიზნესს  შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევებში დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებასა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის განვითარებას საქართველოში. პროექტი ხელს უწყობს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის შესაძლებლობების გაძლიერებას მოქმედი პროგრამების და აქტივობების გადახედვისა და დახვეწის გზით, ეროვნული პრიორიტეტებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად,  რეგიონული და  საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით.