პროექტ ”Twinning“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრა
28 სექტემბერს, გაიმართა პროექტის - “ Twinning – ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის მე - 2 შეხვედრა დისტანციურ ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო პროექტის განხორციელების პროცესი, პროექტის სამუშაო გეგმა და როგორც უკვე განხორციელებული აქტივობები, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პროექტის განმახორციელებელ გერმანულ - ავსტრიულ - ლატვიურ კონსორციუმსა და ქართულ მხარეს შორის. საქართველოს მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ლიდერი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
Twinning პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი წარმოადგენს პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევებში დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებასა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის განვითარებას საქართველოში.