შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი CALIPER

„ჰორიზონტი 2020“-ის  პროექტი CALIPER -ის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მუშაობს გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და მდგრადი სტრუქტურული ცვლილებების მისაღწევად, გენდერულად დაბალანსებული და კომპეტენტური გარემოს სასარგებლოდ. უფრო მეტიც, ფონდი ცდილობს გავლენა მოახდინოს უფრო მეტ კვლევით ორგანიზაციაზე, ინდუსტრიიდან დაინტერესებულ მხარეებზე, საჯარო სექტორის წარმომადგენლებზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქსელებზე, რათა მიიღონ საკუთარი გენდერული თანასწორობის სტრატეგიები.

ამ მიზნით ჩატარდა საფუძვლიანი კვლევა არსებული გენდერული უთანასწორობის შესაფასებლად, როგორც შიდა, ასევე გარე დონეზე. კვლევა მრავალმხრივი იყო: მოიცავდა კითხვარებს, ინტერვიუებს და ფოკუს – ჯგუფებს, რათა შეიქმნას   წარმოდგენა არსებულ გენდერულ საკითხებზე, როგორც ფონდის შიგნით, ასევე მისი ინოვაციური ეკოსისტემის ფარგლებში.

ამ შეფასების საფუძველზე, ფონდი განსაზღვრავს სპეციფიკურ მიზნებს, რომ ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის გეგმების შემუშავებას, რათა ორგანიზაცია გახდეს უფრო გენდერულად დაბალანსებული, მრავალფეროვანი და უზრუნველყოს კვლევით ორგანიზაციების, საწარმოების და სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ცვლილების განხორციელებაში და მათ მიერ საკუთარი გენდერული თანასწორობის გეგმების მიღება.

შემდეგ შემაჯამებელ ანგარიშში მოცემულია ძირითადი დასკვნები და შემდეგი ნაბიჯები ჩვენი ორგანიზაციის. [ანგარიშის ბმული]