შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი Caliper-ის კონსორციუმის შეხვედრა

10 ნოემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი Caliper-ის სამუშაო ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ყოველთვიურ კონსორციუმის შეხვედრაში.

CALIPER წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს. პროექტი გრძელდება ოთხი (2020 - 2024) წლის განმავლობაში და მიზნად ისახავს ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, ქალი მკვლევრების რაოდენობის ზრდას STEM-მიმართულებებში, მათი კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას და გენდერული განზომილების ინტეგრირებას კვლევაში.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და ძირითადი შეფერხებები გამოწვეული COVID-19– ის პანდემიით. გარდა ამისა, სხვადასხვა სამუშაო პაკეტების და ამოცანების თითოეულმა ლიდერმა კონსორციუმს წარუდგინა სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის მოკლე მიმოხილვა.