შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი „მეგრულ-ლაზური ინტონაცია“

2020 წლის 8 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ონლაინ პლატფორმა ზუმის მეშვეობით გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური სამეცნიერო პროექტის „მეგრულ-ლაზური ინტონაცია“ (FR−217728) შემაჯამებელი პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე პროექტის ხელმძღვანელმა, კოორდინატორმა და კონსულტანტმა საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფია „მეგრულ-ლაზური ინტონაცია“.

მონოგრაფია შედგება შესავლისა და ოთხი თავისაგან: შესავალ ნაწილში განხილულია ინტონაცია და მისი კომპონენტები, ინტონაციის ფუნქციები, კვლევის მეთოდოლოგია; პირველი თავი ეთმობა მეგრული ინტონაციის საკითხებს, მეორე თავი − ლაზურისას, მესამე თავში მოცემულია მეგრული და ლაზური ინტონაციის შედარებითი ანალიზი, მეოთხე თავში კი გაანალიზებულია მეგრელთა და ლაზთა ქართული მეტყველების ინტონაცია. მონოგრაფიას ერთვის ვრცელი რეზიუმეები ინგლისურად და თურქულად, რათა კვლევისას მიღებული ძირითადი შედეგები ხელმისაწვდომი იყოს როგორც ინგლისურენოვანი, ისე თურქულენოვანი საზოგადოებისთვის.