შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“ - შედეგების პრეზენტაცია და დისერტაციის დაცვა

 28 ივლისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“  ფარგლებში, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის ავტორის, ერმინე მაღრაძის სამეცნიერო-კვლევითი III საანგარიშო პერიოდის შედეგების პრეზენტაცია და დისერტაციის დაცვა.

ოქროს საფუძველზე  შესრულებული ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია მნიშვნელოვანი მონაპოვარია ქვეყნის კულტურისთვის. ტიხროვანი მინანქრის ხელოვნება  ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით მრავალმხრივაა შესწავლილი, მაგრამ მინისა და ლითონის ქიმიური შედგენილობისა და მათი დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების საფუძვლიანი კვლევა მხოლოდ საწყის ეტაპზეა. ერმინე მაღრაძის ნაშრომი სწორედ ამ პრობლემას ეძღვნება; მასში ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევის შედეგებია გაანალიზებული.