შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის „CALIPER“ კონსორციუმში შემავალი სამუშაო ჯგუფის ტრენინგი

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „CALIPER“ კონსორციუმში შემავალი სამუშაო ჯგუფის ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ინოვაციურ ეკოსისტემაში კვლევების დამფინანსებელი ორგანიზაციებსა და კვლევების განმახორციელებელი ორგანიზაციებს შორის დიალოგის გამართვისთვის სამუშაო სამზადისს. ტრენინგის მსვლელობისას სამუშაო ჯგუფებმა სიმულაციური მეთოდით შეიმუშავეს და ჩამოაყალიბეს ის ვერსიები, რაც ითვალისწინებს გარე დაინტერესებული მხარეების ძირითად გამოწვევებს, სირთულეებს გენდერული ბალანსის დაცვაში, გამოთქვეს ის მოსაზრებები, რაც შიდა და გარე ინსტიტუციებს ერთობლივი გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.