შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის „კიბერუსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი“ შემაჯამებელი პრეზენტაცია

 

13 ოქტომბერს, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის   მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი“ დისტანციური შემაჯამებელი პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის უნივერსიტეტის  კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი.

პროექტის მიზანია  კიბერუსაფრთხოების  შესახებ ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება, ბოლოხანს  საქართველოში გახშირებული  კიბერ  თავდასხმებისგა  თავდაცვის, პრევენციის  საკითხებზე მოსწავლეების   აქტიური ინფორმირება იმის გათვალისწინებით, რომ  გლობალური პანდემიის პირობებში   კიბერსივრცე უფრო და უფრო იმკვიდრებს  პოზიციებს,  პროცესების უმრავლესობა  დისტანციურ,  ონლაინ რეჟიმზე გადადის.  საბავშვო უნივერსიტეტში მოსწავლეებს  ჩაუტარდათ პრაქტიკული და თეორიული სემინარები.  პროექტის ფარგლებში შეიქმნა კომპლექსური სასწავლო პროგრამა, რომელიც გათვლილია 30-მდე მსმენელზე. პროგრამის მონაწილეებს, 14-18 წლის მოსწავლეებს  ჩაუტარდათ ლექციები კიბერუსაფრთხოებისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებების წამყვანი ექსპერტების მიერ. პროექტის  შედეგად,   მონაწილეებმა მიიღეს  არა მხოლოდ ფუნდამენტური ცოდნა, არამედ რეალურად შეაფასეს დღეისთვის არსებული გამოწვევები. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ამოეხსნათ  კიბერ უსაფრთხოების ის ამოცანები, რომლებიც ამ დროისთვის ბოლომდე ამოხსნილი არ არის,  ჩართულიყვნენ  კვლევის პროცესში. პროექტის ფარგლებში  ასევე შეიქმნა კიბერ უსაფრთხოების ონლაინ პორტალი www.cyberuni.cu.edu.ge, რომელზეც განთავსებულია თანამედროვე სასწავლო მასალები.