შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის „სვანური ტოპონიმიკას“ შემაჯამელი პრეზენტაცია

27 ოქტომბერს გაიმართა შო­თა  რუს­თა­ვე­ლის საქართველოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის 2016  წლის  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო  საგრანტო  კონ­კურს­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „სვა­ნუ­რი ტო­პო­ნი­მი­კა“ შემაჯამებელი  ონლაინ პრეზენტაცია.  

შო­თა  რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის 2016  წლის კონ­კურს­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „სვა­ნუ­რი ტო­პო­ნი­მი­კა (ფუნ­და­მენ­ტურ-გამო­ყე­ნე­ბი­თი გამო­კვლე­ვა ტო­პო­ნი­მუ­რი ლექ­სი­კო­ნითურთ)“ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად გამოიცა ვრცე­ლი მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­შრო­მი დიდ­ძა­ლი ტო­პო­ნი­მუ­რი მა­სა­ლის შე­მცვე­ლი ლექ­სი­კო­ნით. ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი წიგ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ბეჭ­და ფი­ლო­ლოგ­ი­ის მე­ცნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის,  ამ­ბა­კო ჭკა­დუ­ას მი­ერ სვა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი და აღ­ნუს­ხუ­ლი ტო­პო­ნი­მუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­სკო­ლო რვე­უ­ლის ფურ­ცლებ­ზე იყო ჩა­წე­რი­ლი. ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ პრო­ექტ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­მა (ე. გა­ზდე­ლი­ა­ნი, რ. ჭკა­დუა, მ. სა­ღლი­ა­ნი, ლ. გიგ­ლე­მი­ა­ნი, ნ. შავ­რე­ში­ა­ნი) ა. ჭკა­დუ­ას ხელ­ნა­წე­რი შრო­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლად და­ა­მუ­შა­ვა და გამოსცა. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იქ­მნა ელექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია. მონოგრაფია შედგება 756 გვერდისაგან.

წიგ­ნის მე­ო­რე  ნა­წი­ლი ეთ­მო­ბა ფუნ­და­მე­ნტურ გამო­კვლე­ვას სვა­ნურ ტო­პო­ნიმ­თა შე­სა­ხებ.