შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

პროექტისა და სამტომეულის „ტაო-კლარჯეთის ციხე -სიმაგრეები“ პრეზენტაცია

 

12 მაისს გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ გამარჯვებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროექტის „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე -სიმაგრეები“ და მის ფარგლებში გამოცემული სამტომეულის ონლაინ პრეზენტაცია. პროექტისა და გამოცემული სამტომეულის „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე -სიმაგრეები“ მიზნებსა და შედეგებზე, განხორციელებულ მოცულობით სამეცნიერო კვლევა-ძიებაზე ისაუბრა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ. პრეზენტაცია „ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ‘’ წარადგინა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა 2018-2020 წლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბონდო კუპატაძემ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნული სამეცნიერო პროექტის, ჩატარებული კვლევის მაღალ დონესა და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტის პრეზენტაცია შედგება, რომელთა უმრავლესობა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებულია, ყურადღება გაამახვილა ისტორიული ტაო-კლარჯეთის მრავალმხრივი კვლევა-შესწავლის აქტუალობასა და ამ მიმართულების სამეცნიერო პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების ჩართვის მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი სოსიაშვილმა, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი კალანდიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ჭეიშვილმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, როინ მალაყმაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, როლანდ თოფჩიშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ირინე გივიაშვილმა და სხვებმა.