შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართული ენის დღე თსუ-ში

          

14-15 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია მონაწილეობდა. რუსთაველის  ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის, ქართული ენის დაცვის, მრავალმხრივ  განვითარებისა და პოპულარიზაციის, ამ მიმართულების სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის დიდ  მნიშვნელობაზე, სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური)  დაცვის მიზნობრივ სახელმწიფო  საგრანტო კონკურსზე, რომელიც უახლოეს  მომავალში  გამოცხადდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,  მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით წარიმართება. ღონისძიებაზე ქართული ენის სწავლისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. აგრეთვე, ჯილდო მიიღეს  ესეების კონკურსში „ჩემი სახელმწიფო ენა- ქართული“ გამარჯვებული თსუ 1+4 პროგრამის სტუდენტებმა. „ქართული ენის ფესტივალის“ ფარგლებში“, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსებში გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ.