შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ ენათმეცნიერებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.
გამომსვლელებმა ისაუბრეს 14 აპრილის, ქართული ენის დღის ეროვნულ მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს მიერ ქართული ენის განვითარების, დაცვისა და პოპულარიზაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, ამ სფეროს აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ნანა მაჭავარიანმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა დამანა მელიქიშვილმა; დამსწრე საზოგადოებას ვიდეო მიმართვით მიესალმა ემერიტუსი პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მზექალა შანიძე.
მეცნიერებმა, ფონდის გრანტიორებმა წარადგინეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები, ყურადღება გაამახვილეს მათ მიზნებსა და წინასწარ შედეგებზე. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის დაცვის და განვითარების ხელშემწყობი საგრანტო კონკურსი წელსაც გამოცხადდება. კონკურსი პირველად 2022 წელს გამოცხადდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით.