შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველი მოსწავლეების გამარჯვება Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე

არიზონას შტატის ქ. ფინიქსში (აშშ), Intel-ISEF-ის  პრესტიჟულ სამეცნიერო -  საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. I ადგილის სპეციალური ჯილდოს - „SPIE - Optics and Photonics Special Award” მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები -  ოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის   “ლეონარდო და ვინჩის“  გრანპრის მფლობელები -   სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები  დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე, მარინა გუჯაბიძე.

გამარჯვებულმა მოსწავლეებმა  საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს  პროექტი  „Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა“.

ვულოცავთ  ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას!