შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

 

15 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა  ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან (ბელგია) თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. სტუმრებს სიტყვით მიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ჯაბა სამუშიამ. ღონისძიების მსვლელობას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი, სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი ირინა გოგონაია.

სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია. საზაფხულო სკოლა განიხიელება როგორც პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა თანამშრომლობის განვითარებას, საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირებას მომავალი ერთობლივი საერთაშორისო კვლევებისთვის.